შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში სკეიტ პარკის მშენებლობა იგეგმება
16.05.2018
უკან დაბრუნება
სკეიტ პარკის მოსაწყობად,ქალაქის თვითმმართველობას ახალგაზრდებმა სამი წლის წინ მიმართეს.გავრცელებული ინფორმაციით სკეიტ პარკის მოსაწყობად გამოცხადებული ტენდერი ორჯერ ჩაიშალა.საკითხთან დაკავშირებით ,კომენტარს საბინაო და ინფრასტრუქტურის მართვის განვითარების სამსახურის უფროსი ჯონი არაბიძე აკეთებს.იგი,ტენდერის ჩაშლის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს.აცხადებს, რომ სკეიტპარკის მოსაწესრიგებლად მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში უკვე შერჩეულია ადგილი და ელექტრონული ტენდერიც გამოცხადებულია.