შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



არკანზასის უნივერსიტეტის პროფესორის ჯონ პიანოვსკის ლექცია-სემინარი სტუდენტებისთვის
14.05.2018
უკან დაბრუნება
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტის სტუდენტებისთვის ლექცია-სემინარი არკანზასის უნივერსიტეტის პროფესორმა ჯონ პიანოვსკიმ ჩაატარა. უცხოელი პროფესორი განათლების მიმართულებით მუშაობს, მისი ლექციის თემა: ,,მორალური აზროვნება“ გახლდათ. პიანოვსკიმ თავის გამოსვლაში განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ეთიკის საკითხებზე, გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ჯონ პიანოვსკი უკვე 2 თვეა , რაც ქუთაისში იმყოფება. ის რეგულარულად ხვდება ინგლისური ენის დეპარტამენტის სხვადასხვა კურსის სტუდენტებს.