შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



საიდან გაჩნდა აზიური ფაროსანა საქართველოში
14.05.2018
უკან დაბრუნება
საიდან გაჩნდა აზიური ფაროსანა საქართველოში, რა კულტურებს აზიანებს ის და როგორ შეიძლება შევამციროთ მისგან მომდინარე ზიანი - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლები ამ თემებზე სოფელ მერიის მაცხოვრებლებს ესაუბრნენ. მოსახლეობას დეტალურად განემარტა თუ როგორ უნდა ვებრძოლოთ მავნებელს საკარმიდამო ნაკვეთებში და როგორ - საცხოვრებელ სახლში. ადგილობრივებს სურსათის ეროვნული სააგენტოსა და ჯანდაცვის სამინისტროს გამოშვებული ბუკლეტიც დაურიგდათ, სადაც სახლის პირობებში ჩასატარებელი ღონისძიებები დაწვრილებითაა აღწერილი. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ადგილობრივების თქმით, მიღებულ ინფორმაციას იმ თანასოფლელებსაც გაუზიარებენ, რომლებიც დღეს ღონისძიებას არ ესწრებოდნენ. აზიურ ფაროსანაზე მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრის მიზნით, გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 19 ადმინისტრაციულ ერთეულში, 1 აპრილიდან დღემდე არაერთი საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. სოფელ მერიის შემდეგ შეხვედრა სოფლებში : ნაღობილევსა და ხვარბეთში შედგა. მედიაპროდუქტი მომზადებულია ,,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ის მხარდაჭერით ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ,,ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.