შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტი 16 მილიონ ლარს შეადგენს
12.05.2018
უკან დაბრუნება
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტი 16 მილიონ ლარს შეადგენს. პრიორიტეტები ინფრასტრუქტურა და სოციალური მიმართულებებია. როგორც საკრებულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი ამბობს, ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ერთი მილიონი ლარი დაიხარჯება, 2 მილიონს კი მუნიციპალიტეტი ტრანსფერის სახით მიიღებს. საკრებულოს თავმჯდომარის ინფორმაციით წელს ასევე მუნიციპალიტეტში სამოქალაქო ბიუჯეტის დანერგვა იგეგმება, რაც ბიუჯეტის პრიორიტეტების განსაზღვრისას მოქალაქეების მაქსიმალურ ჩართულობას გულისხმობს.