შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ლეიბორისტული პარტიის წევრმა დღეს ჟურნალისტებს სოციალურად დაუცველი ქალბატონის ლელა ჯანაშიას პრობლემები გააცნო
10.05.2018
უკან დაბრუნება
ლეიბორისტული პარტიის წევრმა ირაკლი კიკვიძემ დღეს ჟურნალისტებს სოციალურად დაუცველი ქალბატონის ლელა ჯანაშიას პრობლემები გააცნო. ქალბატონს ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, რომლის სამკურნალოდაც მერიას დაფინანსება თხოვა,რაზეც უარი მიიღო.ლეიბორისტული პარტიის წევრი ირაკლი კიკვიძე ამბობს რომ მერიის სარეზერვო ფონდიდან ერთჯერადი სოციალური თანხები შუამავლობით გაიცემა და რეალურად საჭიროების მქონე პირები დახმარების გარეშე რჩებიან. თემაზე მერიაში კომენტარს არ აკეთებენ.