შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



მერაბ კვიცარიძის ინიციატივით, თურქეთის ქალაქ უნიეში 10 მოსწავლე გაემგზავრება
10.05.2018
უკან დაბრუნება
ქუთაისის საკრებულოს წევრის, ავტოქარხნის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარის, მერაბ კვიცარიძის ინიციატივით, თურქეთის ქალაქ უნიეში 10 მოსწავლე გაემგზავრება. ერთი კვირის განმავლობაში ავტოქარხნის სამაჟორიტარო ოლქში მცხოვრები, სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები ქალაქ უნიეს კულტურასა და ღირშესანიშნაობებს გაეცნობიან, ასევე დაათვალიერებენ ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლებს. მოსწავლეებს დღეს ქალაქის თვითმმართველობაში უმასპინძლეს.