შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ჩაიშალა თუ არა სასწავლო პროცესი მე-8 და 29-ე საჯარო სკოლებში
11.12.2015
უკან დაბრუნება
სოციალური მედიით გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით ქუთაისის მე-8 და 29-ე საჯარო სკოლებში სწავლის პროცესი ჩაიშალა, რის მიზეზადაც ინტერნეტგამოცემები სასწავლო დაწესებულებებში გათბობის სისტემის გაუმართაობას ასახელებენ. აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმებისას განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელმა და ერთ ერთი სკოლის დირექტორმა ინფორმაცია უარყვეს, ჩვენ შევეცადეთ სწავლის პროცესი გადაგვეღო, რისი უფლებაც მე-8 საჯარო სკოლაში არ მოგვცეს, მიზეზად განაცხადეს, რომ მათ ამას კანონი უკრძალავთ.