შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯალაურთაში ახალმა საბავშვო ბაღმა დაიწყო ფუნქციონირება
02.10.2015
უკან დაბრუნება
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯალაურთაში ახალმა საბავშვო ბაღმა დაიწყო ფუნქციონირება. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება საზეიმო ვითარებაში იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ, ვიცე–გუბერნატორმა გიორგი ჭიღვარიამ, იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ტოშიო კაიტანიმ, ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ტომაშ პერნიცკიმ და გამგებელმა მალხაზ ბაზაძემ გახსნეს. საბავშვო ბაღის მშენებლობა იაპონიის მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების დაფინანსებით მოხდა. აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად იაპონიის საელჩომ გრანტის სახით 90 347 აშშ დოლარი გამოყო. საჭირო ინვენტარის შეძენა კი ჩეხეთის საელჩომ უზრუნველყო. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება 40 ბავშვზეა გათვლილი და მასში 20 – ზე მეტი ადგილობრივია დასაქმებული. საჩხერის მუნიციპალიტეტში სულ 16 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, წლის ბოლომდე რაიონში კიდევ სამი ახალი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება გაიხსნება.