შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გივი ჭიჭინაძემ მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრები დაასრულა
27.04.2018
უკან დაბრუნება
პარტია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს,, ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გივი ჭიჭინაძემ მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრები დაასრულა. კანდიდატი ვანის მუნიციპალიტეტის სოფლების - ძულუხი, სულორი და ზედა ვანის მოსახლეობას შეხვდა. გივი ჭიჭინაძემ ამომრჩველებთან ერთად შეაჯამა წინასაარჩევნო კაპანია და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა , რომ ის იყო, არის და დარჩება თითოეული ამომრჩევლის ინტერესების დამცველად. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ამჯერადაც გაუსვა ხაზი სამუშაო ადგილების შექმნის აუცილებლობას, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებას, ასევე, ჯანდაცვისა და განათლების სისტემის გაუმჯობესებას. ამომრჩევლებთან ყურადღება გაამახვილა ყველა იმ ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულებაზე, რაც მისი გუბერნატორობის პერიოდში დაიწყო . დეპუტატობის კანდიდატმა მადლობა გადაუხადა ვანისა და ხონის მცხოვრებლებს წინასაარჩევნო აქტივობისთვის და მოუწოდა ყველას, რომ აუცილებელად მივიდნენ 28 აპრილს არჩევნებზე, საკუთარი მოქალაქეობრივი ვალი მოიხადონ და ხმა მისცენ უკეთეს მომავალს. გივი ჭიჭინაძის საარჩევნო მარათონის დასასრულს შეუერთდენენ სხვადსახვა მუნიცეპალიტეტის მერები და ასევე, საზოგადოებისათვის ცნობადი სახეები.