შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



გიგი უგულავამ ვანის მოსახლეობასთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა
27.04.2018
უკან დაბრუნება
ვანისა და ხონის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის არჩევამდე ერთი დღე რჩება. პარტია” ევროპული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა პარლამენტში , გიგი უგულავამ, ვანის მოსახლეობასთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა. დეპუტატობის კანდიდატმა, შეკრებილ საზოგადოებას, წინასაარჩევნო პროგრამა და სოციოლოგიური კვლევის შედეგები გააცნო. ვანსა და ხონში გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. 64% ფიქრობს, რომ პარტიამ „ქართული ოცნება“ მათი იმედები ვერ გაამართლა. მოსახლეობას უმუშევრობა, სიღარიბე და უპერსპექტივობის განცდა აწუხებს. ასევე მოუგვარებელია ყოფითი საცხოვრებელი პირობები. ვანის მაცხოვრებლებს განსაკუთრებულ პრობლემას უქმნის ფაროსანაც. გამოკითხუთა 59%-ის აზრით, ხელისუფლებამ საკითხზე რეაგირება არ მოახდინა, ან პრობლემის მიმართ არაადეკვატური იყო. 2018 წლის აპრილში ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტებში მოსახლეობის სოციოლოგიური გამოკითხვა, პარტია „ევროპული საქართველო“-ს დაკვეთით, კომპანია „ბი-სი-ჯი კვლევა“-მ განახორციელა.