შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



გიგი უგულავამ ხონში შემაჯამებელი შეხვედრა გამართა
27.04.2018
უკან დაბრუნება
ვანისა და ხონის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის არჩევნებამდე ორი დღე რჩება. პარტია ევროპული საქართველოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიგი უგულავამ ხონში შემაჯამებელი შეხვედრა გამართა. მოსახლეობას გიგი უგულავამ წინა საარჩევნო პროგრამა და სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები გააცნო, რომლის მიხედვითაც პარტია „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი გიგი უგულავა 10% ით ლიდერობს. ვანსა და ხონში გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. 64% ფიქრობს, რომ ქართულმა ოცნებამ მათი იმედები ვერ გაამართლა. მოსახლეობას უმუშევრობა, სიღარიბე და უპერსპექტივობის განცდა აწუხებს. ასეცე მოუგვარებელია ყოფითი საცხოვრებელი პირობები. მოსახლეობას განსაკუთრებულ პრობლემას უქმნის ფაროსანაც, გამოკითხულთა 59% ის აზრით, ხელისუფლებამ აღნიშნულ საკითხზე რეაგირება არ მოახდინა ან არაადეკვატური იყო. 2018 წლის აპრილში ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტებში მოსახლეობის სიციოლოგიური გამოკითხვა, პარტია „ევრეპული საქართველოს „ დაკვეთით, კომპანია „ბი სი ჯი“ კვლევამ განახორციელა.