შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



გივი ჭიჭინაძე ვანის მუნიციპალიტეტის სოფლების - ბზვანის, ბაძგის, ზეინდარისა და შუა გორას მოსახლეობას შეხვდა
26.04.2018
უკან დაბრუნება
პარტია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს,, ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გივი ჭიჭინაძე კვლავ აქტიურად აგრძელებს მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებს. ამჯერად კანდიდატი ვანის მუნიციპალიტეტის სოფლების - ბზვანის, ბაძგის, ზეინდარისა და შუა გორას მოსახლეობას შეხვდა. გარდა ამისა შეხვედრა გაიმართა ქალაქ ვანის მცხოვრებლებთანაც. გივი ჭიჭინაძემ ამომრჩველებს დეტალურად გააცნო წინასაარჩევნო პროგრამა და ყურადღება გაამახვილა იმ საკითხებზე, რაც მოსახლეობის ყველაზე დიდ ინტერესს იწვევს. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ამჯერადაც გაუსვა ხაზი სამუშაო ადგილების შექმნის აუცილებლობას და განმარტა, რომ მისი ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება სწორედ დასაქმება და ახალი ინვესტიციების მოზიდვა მუნიციპალიტეტებში. საუბარი ასევე შეეხო გზების კეთილმოწყობას და სოფლების გაზიფიცირების თემას - მისი გუბერნატორობის დროს ამ მიმართულებით გადაიდგა არაერთი პოზიტიური ნაბიჯი, თუმცა დარჩა რამდენიმე სოფელი, სადაც უახლოეს მომავალში სრულად მოხდება ბუნებრივი აირის შეყვანა და ასევე სრულად მოწესრიგდება გზები. შეხვედრების დროს უმრავლესობის წევრმა, ზაზა გაბუნიამ კომენტარი გააკეთა „ევროპული საქართველოს“ დაკვეთით ჩატარებულ კვლევასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ არ შეიძლება სანდო იყოს კვლევა, რომელსაც ატარებს ნაციონალური მოძრაობის წევრის, ლევან თარხნიშვილის და მისი მეუღლის ორგანიზაცია და უბრალოდ მათ მიერ გამოქვეყნებული შედეგები ღიმილისმომგვრელია. პარტია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს,, ცალსახა პოზიციაა, რომ ეს კვლევა ემსახურება ერთადერთ მიზანს, მოხდეს ტყუილით მანიპულირება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, რაც ამ პარტიას აღარასოდეს გამოუვა. ზაზა გაბუნიამ აღნიშნა, რომ კარგად იცის, თუ რა განწყობა აქვს გივი ჭიჭინაძის მიმართ საზოგადოებას და დარწმუნებულია, რომ ის პირველივე ტურში მოიპოვებს დამაჯერებელ გამარჯვებას, რასაც ასევე ადასტურებს მმართველი გუნდის შიდა კვლევები.