შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



23 აპრილი წიგნის საერთაშორისო დღეა
24.04.2018
უკან დაბრუნება
23 აპრილი წიგნის საერთაშორისო დღეა. 2003 წლიდან საქართველო შეუერთდა იმ 80 ქვეყანას, სადაც ეს დღე აღინიშნება. 23 აპრილი წიგნის საერთაშორისო დღედ შემთხვევით არ დაუწესებიათ. ეს რიცხვი უილიამ შექსპირის დაბადებისა და გარდაცვალების, ასევე მიგელ დე სერვანტესის გარდაცვალების თარიღია. შესაბამისად 23 აპრილს წიგნის საერთაშორისო დღის აღნიშვნა ერთგვარ სიმბოლურ დატვირთვასაც ატარებს. დღის ამბები იმ იშვიათი წიგნებით დაინტერესდა, რაც ისტორიულ მუზეუმსა და საჯარო ბიბლიოთეკაშია დაცული ნახეთ როენა კახიძისა და ზაზა იმნაძის სიუჟეტი