შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკამ დედამიწის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ შეკრებას უმასპინძლა
23.04.2018
უკან დაბრუნება
დედამიწა ჩვენი სახლია და მას მოვლა სჭირდება- ეს გზავნილი საზოგადოებას საგანმანათლებლო ღონისძიებების ფარგლებში გამართული ლექციიდან გაეგზავნა. ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკამ დედამიწის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ შეკრებას უმასპინძლა. ლექციას სხვადასხვა კატეგორიის მსმენელი დაესწრო. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ციცინო თურქაძემ მსოფლიოს წინაშე არსებული პრობლემის მოსაგვარებლად, ქმედითი ღონისძიებების განხორციელების აუცილებლობაზე ისაუბრა. იგი მოსახლეობას პლასტმასის წვისგან თავის შეკავებას ურჩევს.