შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



გივი ჭიჭინაძე ხონის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა
23.04.2018
უკან დაბრუნება
პარტია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს,, ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გივი ჭიჭინაძე ხონის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა, სადაც ამომრჩეველთან ერთად მასშტაბური მსვლელობა მოაწყო და შემდეგ ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გოჩა ჯიხაიშის მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა. გივი ჭიჭინაძემ პირველ რიგში ხაზი გაუსვა უმუშევრობის საკითხს და მხარდამჭერებს პირობა მისცა, რომ უახლოეს პერიოდში დაგეგმილია ხონისა და ვანის მუნიციპალიტეტებში კონკრეტული მსხვილი ინვესტორების შემოყვანა, რაც შექმნის ათეულობით სამუშაო ადგილს. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ასევე, ყურადღება გაამახვილა ტურიზმის განვითარების ხელშეწყობაზე და მოსახლეობას მიმართა, რომ უდიდესი ტურისტული პოტენციალის მქონე ხონისა და ვანის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნული სფეროს მხარდაჭერა კიდევ უფრო მასშტაბური გახდება და შესაბამისად მეტი ტურისტის მოზიდვა იქნება დამატებითი შემოსავალი ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის. გივი ჭიჭინაძემ ასევე შეხვედრა გამართა ვეტერანებთან, სადაც გაჟღერდა კონკრეტული ინიციატივები. კერძოდ, უახლოეს მომავალში სახელმწიფოს მხრიდან გაუმჯობესდება ვეტერანთა სოციალური პაკეტები და შეიქმნება ახალი პროგრამები, რომელთა საშუალებით ვეტერანებს ექნებათ თავიანთი შესაძლებლობების რეალიზების საშუალება. წინასაარჩევნო შეხვედრას ესწრებოდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები კულტურის სფეროდან, რომლებმაც გივი ჭიჭინაძეს სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს.