შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



გივი ჭიჭინაძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან, დავით სერგეენკოსთან ერთად ხონისა და ვანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეხვდა
21.04.2018
უკან დაბრუნება
პარტია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს,, ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გივი ჭიჭინაძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან, დავით სერგეენკოსთან ერთად ხონისა და ვანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეხვდა. ამომრჩეველთან გამართულმა შეხვედრამ უდიდესი ინტერესი გამოიწვია. მინისტრმა დავით სერგეენკომ გივი ჭიჭინაძეს მოახლოებულ არჩევნებში სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მინისტრთან ერთად აღნიშნა, რომ ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტია თითოეულ ადამიანს ჰქონდეს ხელმისაწვდომი ჯანდაცვა და თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს წვდომა იმ სოციალურ პროგრამებზე, რასაც სწორედ შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო აფინანსებს. გარდა ამისა, მინისტრმა მოსახლეობასთან საუბრის დროს ყურადღება გაამახვილა მედიკამენტების ხელმისაწვდომობაზე და ამომრჩეველს განუმარტა, რომ ამ მიმართულებით სამინისტრო კიდევ უფრო მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგამს. გივი ჭიჭინაძემ ხონისა და ვანის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს პირობა მისცა, რომ კვლავ აქტიურად იქნება ჩართული თითოეული ადამიანის ჯანმრთელობის პრობლემის გადაწყვეტაში. წინასაარჩევნო შეხვედრას სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც მოქალაქეებს მათთვის საინტერესო ინფორმაცია მიაწოდეს და პერსონალურ შეკითხვებზე უპასუხეს