შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობა ისევ ვაკანტურია
21.04.2018
უკან დაბრუნება
ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობა ისევ ვაკანტურია. მოვალეობას ამ დრომდე გიგა ციბაძე ასრულებს. მან ჩვენთან საუბრისას არ დააკონკრეტა ვისგან მიიღო თანამდებობის დროებით დაკავების შეთავაზება არც იმას აკონკრეტებს მიიღებს თუ არა მონაწილეობას კონკურსში, რომელსაც განათლების სამინისტრო გამოაცხადებს. საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა რაც თანამდებობა ბადრი ვაშაკიძემ დატოვა.