შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში ჭავჭავაძის ქუჩაზე უნებართვო გარევაჭრობა 21 აპრილიდან აიკრძალება
21.04.2018
უკან დაბრუნება
ქუთაისში ჭავჭავაძის ქუჩაზე უნებართვო გარევაჭრობა 21 აპრილიდან აიკრძალება. ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა, ა(ა)იპ სპეციალურ სერვისებთან ერთად გარემოვაჭრეთა დახლების დემონტაჟი განახორციელა. შესაბამისად დასუფთავდა ტერიტორია, სადაც ამ დრომდე უნებართვო ვაჭრობა მიმდინარეობდა. ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას განცხადებით არცერთი გარემოვაჭრე არ რჩება შეთავაზების გარეშე. ყველა მათგანს ალტერნატიულ სამუშაო ფართს შესთავაზებენ, ქუთაისში არსებულ სხვადასხვა ბაზრობებზე. შეგახსენებთ, რომ ერთი თვის უკან ქალაქის ცენტრალური ნაწილში აიკრძალა გარევაჭრობა. ამჯერად იგივე პროცესი ჭავჭავაძის მიმდებარე ტერიტორიასა და ქუთაისის ყველა უბანში არსებულ ტერიტორიაზე მოხდება.