შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში ქართული სიმღერის ფესტივალი იმერეთის ხმა მე-4 ჩატარდა
17.04.2018
უკან დაბრუნება
ქუთაისში ქართული სიმღერის ფესტივალი იმერეთის ხმა მე-4 ჩატარდა,მასში რეგიონის მასშტაბით 8-დან 17 წლამდე ასაკის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.ფესტივალი ქართული სიმღერის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად და იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით იმართება.კომპეტენტურმა ჟიურიმ გამარჯვებულები ვოკალური მონაცემების შეფასების შემდეგ გამოავლინა.გრანპრის მფლობელი,წყალტუბოს თეიმურაზ კობახიძის სახელობის ბავშვთა ვოკალური ანსამბლი გახდა.პირველი ადგილი სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში ზესტაფონლებმა გაინაწილეს,მე-2 ადგილი ქუთაისის,ზესტაფონის,სამტრედიისა და ხარაგაულის,ხოლო მე-3 ადგილი თერჯოლის,ქუთაისის და ზესტაფონის წარმომადგენლებმა დაიკავეს.