შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



წყალტუბომ კატარელ ჟურნალისტებს უმასპინძლა
16.04.2018
უკან დაბრუნება
წყალტუბომ კატარელ ჟურნალისტებს უმასპინძლა. ტურის ფარგლებში მედიის წარმომადგენლები წყალტუბოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ. ასევე, მოინახულეს რამდენიმე ლოკაცია: პრომეთეს მღვიმე, ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმი, ბალნეო ცენტრები, წყალტუბოს პარკი, ქალაქის ძველი არქიტექტურა. სტუმრებისთვის ფოლკროლულ ანსამბლთან ერთად იმერული სამზარეულოს მასტერკლასი ჩატარდა. ჟურნალისტებს წყალტუბოს ტურიზმის განვითარების ცენტრმა უმასპინძლა. ტურის ფარგლებში მედიის წარმომადგენლებმა წყალტუბოს გარდა თბილისი და რამდენიმე რეგიონი მოინახულეს. აღნიშნული ტურისტული პოტენციალის მქონე ქალაქების შესახებ კატარის მედია მასალებს მოამზადებს, რაც თავის მხრივ კიდევ უფრო გაზრდის საქართველოს ცნობადობას ადგილობრივ მოსახლეობაში