შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



გივი ჭიჭინაძე და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტებში ფერმერებს შეხვდნენ
14.04.2018
უკან დაბრუნება
პარტია ,,ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს" ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გივი ჭიჭინაძე და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტებში ფერმერებს შეხვდნენ. მინისტრმა იმ სახელმწიფო პროგრამების მიმდინარეობაზე ისაუბრა, რომელიც მთავრობის მხარდაჭერითა და ინიციატივით ხორციელდება. შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგის განვითარებაზე ისაუბრეს. ასევე, ყურადღება გამახვილდა ფერმერების ცოდნისა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე, ტყის სარგებლობის საკითხებზე, გარემოს დაცვასა და სხვა აქტუალურ თემებზე. შეხვედრის შემდეგ ფერმერებსა და სახელისუფლებო გუნდის წევრებს შორის მნიშვნელოვან საკითხებზე დისკუსია გაიმართა.