შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



გივი ჭიჭინაძე და ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კუხში მოსახლეობას შეხვდნენ
11.04.2018
უკან დაბრუნება
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გივი ჭიჭინაძე და ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კუხში მოსახლეობას შეხვდნენ. მინისტრმა მის დაქვემდებარებაში მყოფ სამინისტროში განხორციელებულ რეფორმებზე, პროექტებსა და სიახლეებზე ისაუბრა. მოსახლეობის შემდეგ შეხვედრა ადგილობრივ მეწარმეებთან კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. გივი ჭიჭინაძემ და მამუკა ბახტაძემ აუდიტორიის მიერ დასმულ ყველა კითხვას უპასუხეს. სახელისუფლებო გუნდის კანდიდატი შეხვედრებს ამომრჩევლებთან აქტიურად აგრძელებს.