შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის მერიის სხდომათა დარბაზში „ახალგაზრდა ლიდერთა ზამთრის სკოლის“ მონაწილეების დაჯილდოვება გაიმართა
06.04.2018
უკან დაბრუნება
ქუთაისის მერიის სხდომათა დარბაზში „ახალგაზრდა ლიდერთა ზამთრის სკოლის“ მონაწილეების დაჯილდოვება გაიმართა. სტუდენტებს სერთიფიკატები ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ნიკა ლატარიამ და დეპუტატებმა გადასცეს. დაჯილდოვებამდე მონაწილე ლიდერებმა პროექტების პრეზენტაცია მოაწყვეს. აღნიშნული პროექტები მათ ზამთრის სკოლის ფარგლებში მოამზადეს. „ზამთრის ლიდერთა სკოლა“ ორ ნაკადად 18 დან 25 წლამდე ახალგაზრდებისთვის დაბა ბორჯომში მოეწყო. მასში მონაწილეობა 80-მა ახალგაზრდამ მიიღო.