შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



მუშაობს თუ არა საღამო საათებში შიდა საქალაქო ტრანსპორტი გამართულად
06.04.2018
უკან დაბრუნება
მუშაობს თუ არა საღამო საათებში შიდა საქალაქო ტრანსპორტი გამართულად, ამის შესახებ განცხადება ტრანსპორტის სამსახურის უფროსმა ირაკლი ცხვედიანმა გააკეთა.მისი განმარტებით დღის მანძილზე სატრანსპორტო საშუალებებს აქვთ კონკრეტული გრაფიკი, რომლის მიხედვითაც გადაადგილდებიან. საღამო საათებში მგზავრთა ნაკადის შემცირების გამო მძღოლებიც გრაფიკს ცვლიან და 9 საათის შემდეგ მგზავრთა ლოდინის რეჟიმი 40 წუთით განისაზღვრება,თუმცა ირაკლი ცხვედიანის განცხადებით იმის თქმა რომ ქალაქში საღამო საათებში ტრანსპორტი არ მუშაობს არასწორია.