შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



დღეს ვნების დიდი ხუთშაბათია
05.04.2018
უკან დაბრუნება
დღეს ვნების დიდი ხუთშაბათია. წმინდა ეკლესია ამ დღეს აღსრულებულ ოთხ უმნიშვნელოვანეს სახარებისეულ მოვლენას იხსენიებს: საიდუმლო სერობას, როდესაც მაცხოვარმა წესად დადო წმინდა ზიარება ,,ევქარისტია“, მაცხოვრის მიერ თავის მოწაფეების ფეხთბანვას, ნიშნად უდიდესი სიმდაბლისა და მათდამი უსაზღვრო სიყვარულისა, გეთსამანიის ბაღში ლოცვას და იუდას გამცემლობას. დიდ ხუთშაბათს სრულდება დიდი პარასკევის ცისკარი, რომლის დროსაც ე.წ ,,თორმეტი სახარება“ ანუ ოთხი სახარებიდან ამოკრებილი 12 ნაწყვეტი იკითხება. მასში იესო ქრისტეს ის ვნებაა აღწერილი, რომელიც ჯვარცმამდე შეემთხვა.