შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



საქართველოს ნაკრებმა კრივში გამართულ ევროპის ჩემპიონატში წარმატებით იასპარეზა
04.04.2018
უკან დაბრუნება
საქართველოს ნაკრებმა კრივში გამართულ ევროპის ჩემპიონატში წარმატებით იასპარეზა. ქართველმა მოკრივეებმა ერთი ოქროს, ორი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ვერცხლის მედლის მფლობელი ქუთაისელი 20 წლის სპორტსმენი გიორგი ხარაბაძე გახდა. მას დღეს სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველმა კობა ფხაკაძემ წარმატება მიულოცა და სამახსოვრო საჩუქარი გადასცა. გიორგი ხარაბაძის სამომავლო გეგმებში ევროპის ჩემპიონატში წარმატებული ასპარეზობა შედის.