შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის მერიაში განხორციელებულ რეორგანიზაციას მერიის ყოფილი თანამშრომელი გამოეხმაურა
04.04.2018
უკან დაბრუნება
ქუთაისის მერიაში განხორციელებულ რეორგანიზაციას მერიის ყოფილი თანამშრომელი გამოეხმაურა.ირაკლი კიკვაძის განცხადებით კადრების შემცირების შემდეგ ხელმძღვანელი პირების ხელფასები გაიზარდა. ჯამში ააიპებსა და მერიაში 160 თანამშრომელი გათავისუფლდა . ირაკლი კიკვიძე მერიის სპორტის სამსახურიდან სპორტის ააიპში გადაიყვანეს,მარტში კი სამსახურიდან გაუშვეს.კიკვაძე პარტიული ნიშნით დევნაზე საუბრობს.ის „ლეიბორისტული პარტიის წევრია“.მან სასამართლოსაც მიმართა.ადგილობრივ თვითმმართველობაში განცხადებას წერილობით უპასუხეს .მერიაში ბრალდებას არ ადასტურებენ და აცხადებენ რომ: პოლიტიკური ნიშნით არცერთი თანამშრომელი არ გათავისუფლებულა. ხოლო იმისთვის,რომ არ მომხდარიყო ფუნქციების დუბლირება გაუქმდა კულტურის,სპორტის,განათლებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურები.