შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მართლმადიდებლური ეკლესიისგან განსხვავებით კათოლიკური ეკლესია ერთი კვირით ადრე აღნიშნავს
02.04.2018
უკან დაბრუნება
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მართლმადიდებლური ეკლესიისგან განსხვავებით კათოლიკური ეკლესია ერთი კვირით ადრე აღნიშნავს. ხონის რაიონის სოფელ ახალშენში, სადაც მოსახლეობის ძირითადი ნაწილი აღმსარებლობით კათოლიკეა, სადღესასწაულო მესას ქრისტე მხსნელის ტაძარში დაესწრნენ. ცისკრის წირვა კოცონის დანთების რიტუალით დაიწყო მათივე თქმით,ეს ზეციური ცეცხლის გადმოსვლის სიმბოლოა. ტაძრის მოძღვარმა დანიელმა დიდი სააღდგომო სანთელი სწორედ კოცონის ცეცხლით აანთო, რის შემდეგაც საზეიმო მსვლელობით ტაძრისკენ დაიუძრნენ. ბნელ ტაძარში სააღდგომო დიდი სანთლის შეტანა ცოდვის სიბნელიდან გამოსვლას მოასწავებს. ორღანის ფონზე სააღდგომო სიხარულის უწყების გალობაც გაჟღერდა. კათოლიკურ ტაძარში სააღდგომო მსახურებას პარტია „ევროპული საქართველო“-დან ვანისა და ხონის გაერთიანებულ ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატიც დაესწრო. გიგი უგულავამ კათოლიკური ეკლესიის წევრებს ქრისტიანული დღესასწაული სოფელ ახალშენიდან მიულოცა.