შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



დღეს ვნების შვიდეული დაიწყო
02.04.2018
უკან დაბრუნება
დღეს ვნების შვიდეული დაიწყო. თავისი შინაარსისა და საიდუმლოთა აღსრულების გამო, ვნების შვიდეულის ყოველ დღეს მართლმადიდებელმა ეკლესიამ „დიდი“ უწოდა. ვნების შვიდეულის ორშაბათს, სამშაბათსა და ოთხშაბათს ეკლესიაში პირველშეწირულის ლიტურგია აღესრულება. იკითხება ოთხივე სახარება. ეკლესია იხსენებს მაცხოვრის ჯვარცმას და სინანულით მოელის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. გლოვის დღეებში ეკლესია მოგვიწოდებს, მკაცრად ვიმარხულოთ, განსაკუთრებით პარასკევს და შაბათს. ვისაც ჯანმრთელობა ხელს უწყობს, აღნიშნულ დღეებში პურით, წყლითა და ხილით მარხულობს. დიდ ორშაბათს ეკლესია უნაყოფო ლეღვის გახმობას იხსენებს. უნაყოფო ლეღვი ყველა იმ ქრისტიანის სულის სიმბოლოა, რომელიც სინანულის ნაყოფს არ ისხამს. ეკლესია დიდ ორშაბათს სწორედ სინანულისკენ მოგვიწოდებს.