შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



,,აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენლები დღეს ქუთაისში საფეიქრო ინდუსტრიის მქონე მცირე მეწარმეებს შეხვდნენ
29.03.2018
უკან დაბრუნება
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენლები დღეს ქუთაისში საფეიქრო ინდუსტრიის მქონე მცირე მეწარმეებს შეხვდნენ. 26 კომპანიის წარმომადგენელს ინფორმაცია სააგენტოს საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ მიაწოდეს, ასევე ისაუბრეს ევროკავშირთან ღრმა და თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ. სააგენტო ,,აწარმოე საქართველოში“ ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო უწყებაა, რომლის უმთავრეს მიზანს სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესება, კერძო სექტორის განვითარება, საინვესტიციო კლიმატის პოპულარიზაცია და ექსპორტის ხელშეწყობა წარმოადგენს. დღესვე საფეიქრო ინდუსტრიის წარმომადგენლები სპეციალურ მასტერკლასს დაესწრნენ.