შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



როდის გაზიფიცირდება სოფელი ზედა მესხეთი?რას აცხადებენ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში
28.03.2018
უკან დაბრუნება
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა მესხეთის მოსახლეობა გაზიფიცირებას ითხოვს. ადგილობრივები ამბობენ, რომ სოფელში ბუნებრივი აირი არასდროს ყოფილა. გათბობის ერთადერთი საშუალება კი შეშის ღუმელია. ზედა მესხეთის მოსახლეობა ჩივის, რომ შეშის ფასმა მოიმატა და შეძენას ვეღარ ახერხებენ. მათ დახმარება წყალტუბოს მაჟორიტარ-დეპუტატს ცოტნე ზურაბიანს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს სთხოვეს. თვითმართველობაში განმარტავენ, რომ პროექტი უკვე მომზადებულია და რამდენიმე თვეში მოსახლეობის გაზიფიცირება დაიწყება. 2018 ლიდან 371 ოჯახის გაზიფიცირება მოხდება.