შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



აზიური ფაროსანა არა მარტო ჩვენთან, ბევრ ქვეყანაში მნიშვნელოვანი გამოწვევაა, ამიტომ მის წინააღმდეგ მასშტაბური მობილიზებაა საჭირო
26.03.2018
უკან დაბრუნება
აზიური ფაროსანა არა მარტო ჩვენთან, ბევრ ქვეყანაში მნიშვნელოვანი გამოწვევაა, ამიტომ მის წინააღმდეგ მასშტაბური მობილიზებაა საჭირო. ამის შესახებ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ განაცხადა. მისი თქმით, მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლისთვის მთავარი წინაპირობა ზუსტი და დროული ინფორმაციაა. აზიური ფაროსანას პოპულაციის შესახებ მონაცემების მოგროვება კი, დანელიას განცხადებით, თითოეული სოფლის დონეზე უნდა ხდებოდეს. კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, სახელმწიფო უწყებები, მუნიციპალიტეტები თუ რეგიონული სამმართველოები საჭიროებისამებრ ცვლიდნენ ინფორმაციებს და კოორდინირებულად მოქმედებდნენ. შაბლონური ტექსტი რადიოებისათვის: მედიაპროდუქტი მომზადებულია ,,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ის მხარდაჭერით ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ,,ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.