შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



როგორ შევამციროთ აზიური ფაროსანას პოპულაცია
26.03.2018
უკან დაბრუნება
როგორ შევამციროთ აზიური ფაროსანას პოპულაცია, რა ხერხებით დავიყვანოთ მინიმუმამდე ბაღლინჯოსაგან მოსალოდნელი ზიანი - ლევან დავითაშვილისახელმწიფოსა და ფერმერების შეთანხმებული ქმედებების აუცილებლობაზე საუბრობს.გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი აცხადებს, რომ სახელმწიფო ტყის განაპირა ტერიტორიაზე მავნებლის მოსაზიდ ხაფანგებს განათავსებს, რათა მაქსიმალურად შეამციროს ტყიდან ბაღებში გადმონაცვლებული ბაღლინჯოს ოდენობა. სახელმწიფოს ქმედებების პარალელურად, დავითაშვილი ამბობს, რომ აუცილებელია მოსახლეობამ კუთვნილი კარ-მიდამო რეკომენდირებული პესტიციდებით შეწამლოს. რაც შეეხება დიდ ტერიტორიებს, მისი თქმით, აქ კვლავ სახელმწიფოს რესურსი იქნება მობილიზებული. დავითაშვილი აღნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში, სახმელეთო ტექნიკასთან ერთად, ავიაციასაც გამოიყენებენ.