შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



რუსეთი ოკუპანტია, თქვენ ხსოვნას სამშობლო სანთლებად აინთებს“ ამ ლოზუნგებით 9 აპრილის ძეგლთან, ქუთაისის საზოგადოების ნაწილი და ყოფილი ეროვნული მოძრაობის წევრები შეიკრიბნენ
26.03.2018
უკან დაბრუნება
რუსეთი ოკუპანტია, თქვენ ხსოვნას სამშობლო სანთლებად აინთებს“ ამ ლოზუნგებით 9 აპრილის ძეგლთან, ქუთაისის საზოგადოების ნაწილი და ყოფილი ეროვნული მოძრაობის წევრები შეიკრიბნენ. მათ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ნაწამებ არჩილ ტატუნაშვილს პატივი მიაგეს და თანაგრძობა ოჯახის მიმართ ასეთი ფორმით გამოხატეს. ოკუპირებული ცხინვალის ციხეში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენება მკვლელობიდან 26ე დღეს მოხდა. საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს ხელისუფლებას რუსი ექსპერტების დასკვნაც გადასცეს, სადაც სიკვდილის მიზეზად გულის შეტევაა დასახელებული. ექპერტების ოფიციალური დასკვნა 2 კვირაში გახდება ცნობილი. არჩილ ტატუნაშვილი დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს.