შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



სოფელ სულორის მაცხოვრებლებს პარტია „ევროპული საქართველოდან“ ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პარლამენტში , გიგი უგგულავა შეხვდა
23.03.2018
უკან დაბრუნება
ვანის რაიონის სოფლებს: სულორს, გადიდს, ოჯოხეთსა და ძულუხს საფეხმავლო ხის ხიდი აკავშირებს. იგი ხუთ ათეულ წელს ითვლის და საკმაოდ დაზიანებულია. რაც შეეხება ტრანსპორტს, მდინარეზე გავლა უწევს. უხვი ნალექის დროს წყალი დიდდება და როგორც ხიდზე გასვლა, ისე ტრანსპორტით გადაადგილება შეუძლებელია. მოსახლეობის თქმით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების საჭიროებისას სერვისით სარგებლობა ვერ ხერხდება. სულორის მკვიდრნი ქალაქის ცენტრს მოწყვეტილნი არიან, რადგან სოფელში ხაზის ავტობუსი არ დადის.სოფელ სულორის მაცხოვრებლებს პარტია „ევროპული საქართველოდან“ ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პარლამენტში , გიგი უგგულავა შეხვდა. მაჟორიტარობის კანდიდატი მაცხოვრებელა პრობლემებს ადგილზე გაეცნო და არჩევის შემთხვევაში პრობლემევის უპირველესად ხიდის პრობლემის მოგვარებას დაჰპირდათ. სულორის მაცხოვრებლებს გაზისა და გზის პრობლემებიც აქვთ. რაც შეხება ფაროსანას, პრობლემა უცვლელია.