შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



“გირგვლიანის შესწორებების” საკანონმდებლო ინიციატივის ფარგლებში, „სისხლის სამართლის კოდექსის“ 12 მუხლში ცვლილებები შევა
23.03.2018
უკან დაბრუნება
“გირგვლიანის შესწორებების” საკანონმდებლო ინიციატივის ფარგლებში, „სისხლის სამართლის კოდექსის“ 12 მუხლში ცვლილებები შევა და აგრეთვე, კოდექსს 2 ახალი მუხლი დაემატება, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ფრაქციამ შეასრულა საზოგადოების წინაშე აღებული ვალდებულება და დღეს ახდენს ამ კანონპროექტის ინიცირებას. ამ სახის ცვლილებით სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ გაცემული დანაშაულებრივი ბრძანების ან დავალების შესრულება დამამძიმებელ გარემოებად შეერაცხება შემსრულებელს. გარდა ამისა, შესწორებების ერთ-ერთი მიზანი იქნება გირგვლიანის საქმეზე ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების აღსრულება. სისხლის სამართლის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებას პოლიტიკურ სპეკულაციას უწოდებს საპარლამენტო ოპოზიცია