შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის მერია ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს მერები ეკონომიკური ზრდისთვის
20.03.2018
უკან დაბრუნება
ქუთაისის მერია ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს მერები ეკონომიკური ზრდისთვის ,პროექტი მიზნად ისახავს ეკონომიკურ განვითარებას ადგილობრივ დონეზე. ევროკავშირის ინიციატივა 2017 წელს დაიწყო და 2020 წლის დეკემბერამდე გასტანს.პროექტის ფარგლებში ქალაქის მასშტაბით კერძო და საჯარო სტრუქტურებში შეხვედრები იმართება. მორიგი შეხვედრა დღეს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში შედგა,სამუშაო ჯგუფის წევრები ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებასა და სამუშაო ადგილების ზრდაზე მსჯელობდნენ.