შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



იმერეთის რეგიონში ეროვნული სანავიგაციო პროექტის ფარგლებში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საველე-აღწერით სამუშაოებს აგრძელებს
15.03.2018
უკან დაბრუნება
იმერეთის რეგიონში ეროვნული სანავიგაციო პროექტის ფარგლებში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საველე-აღწერით სამუშაოებს აგრძელებს. ამ დროისთვის სამუშაოები დასრულებულია ქუთაისსა და წყალტუბოში. ვანსა და ბაღდათში კი საველე სამუშაოები მიმდინარეობს. ამ ეტაპზე უკვე მუშავდება ხონის, სამტრედიის, თერჯოლისა და ზესტაფონის მონაცემები. საველე სამუშაოები ასევე დაგეგმილია ხარაგაულში, ტყიბულში, ჭიათურასა და საჩხერეში. საჯარო რეესტრის საველე ოპერატორები რეგიონის საზოგადოებრივი მნიშვნელობი ს ყველა გეოგრაფიულ მონაცემს აღწერენ, მათ შორის: გზათა ქსელს, ტრანსპორტის მარშრუტებს, საგზაო მოძრაობის მარეგულირებელ ნიშნებს, გადასასვლელებს, ველოტერმინალებს, ბენზინ გასამართ სადგურებს, კულტურული, რეკრეაციული და ტურისტული თვალსაზრისით მნიშვნელოვან ობიექტებს. აღწერილი მონაცემების ვიზუალიზაციისთვი ს თანდართული იქნება შესაბამისი ფოტომასალა. სანავიგაციო სისტემებსა და ციფრულ რუკებზე გამოსახული ინტერესის ობიექტები ადგილობრივი და უცხოელი ტურისტებისთვის გაცილებით ცნობადი და იოლად მოსაძებნი გახდება, რაც ქვეყნის პოპულარიზაციას, ტურიზმის განვითარებას და ადგილობრივ ბიზნესს შეუწყობს ხელს, ვინაიდან, ეროვნული სანავიგაციო სისტემა ნებისმიერ მომხმარებელს გაუადვილებს ინფორმაციის მოძიებას, ადგილმდებარეობის იდენტიფიცირებას და დანიშნულების ადგილამდე მისასვლელი ოპტიმალური მარშრუტის შერჩევას. ეროვნული სანავიგაციო სისტემის შექმნისა და განვითარების პროექტზე მუშაობა საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2017 წელს დაიწყო. ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით უკვე დასრულებულია: შავი ზღვის სანაპირო ზოლის, შიდა ქართლის და ქვემო ქართლის მსხვილი დასახლებული პუნქტების, ასევე, შიდა საქალაქო და მაგისტრალური საავტომობილო გზების გარკვეული მონაკვეთების საველე აღწერა. სულ აღწერილია: 1 578 კმ 2 არეალი, 74 118 ინტერესის ობიექტი, 46 544 საგზაო ნიშანი, საველოსიპედე ბილიკი - 57კმ და 8 116 კმ გზათა ქსელი.