შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



14 მარტი დიდი ქართველი რეჟისორის და კინოოპერატორის ვასილ ამაშუკელის დაბადების დღეა
14.03.2018
უკან დაბრუნება
14 მარტი დიდი ქართველი რეჟისორის და კინოოპერატორის ვასილ ამაშუკელის დაბადების დღეა.მწვანეყვავილას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დღეს მის ხსოვნას კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი.ისაუბრეს ვასილ ამაშუკელის ღვაწლსა და დამსახურებაზე ქართული კინემატოგრაფიის განვითარების საქმეში.რეჟისორის ფილმებიდან დღემდე შემორჩენილია მისი ერთადერთი სრულმეტრაჟიანი დოკუმეტური დილმი „აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“ რომელიც 1912 წელს გადაიღო.ღონისძიებაში მონაწილეობა 12 მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა მიიღეს.სპეციალურად ამ დღისთვის ქუთაისს კინორეჟისორი გოგი დოლიძე სტუმრობდა.