შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ქუთაისის მერის მოადგილეს ნინო თვალთვაძეს და ქუთაისის მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსს გიორგი გიორგობიანს შეხვდნენ
14.03.2018
უკან დაბრუნება
დღეს ქუთაისში, მერიის შენობაში ქალაქში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ქუთაისის მერის მოადგილეს ნინო თვალთვაძეს და ქუთაისის მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსს გიორგი გიორგობიანს შეხვდნენ. შეხვედრა „მერები ეკონომიკური ზრდისათვის“ კონვენციის ფარგლებში გაიმართა. ამ ფორმატით არასამთავრობოები უკვე მეორედ ხვდებიან ადგილობრივ მთავრობას, რომლებიც ხელისუფლებას ეკონომიკური განვითარების გეგმის შედგენაში ეხმარებიან. სპეციალური სამუშაო ჯგუფი ასევე მუშაობს ქალაქის ე.წ. „SWOT" ანალიზზე. „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ პროექტი ევროკავშირმა აღმოსავლეთ ქვეყნების პარტნიორობის ფორმატში შექმნა