შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე ასათიანის ქუჩაზე სვანიძეების ოჯახში იმყოფებოდა
12.03.2018
უკან დაბრუნება
ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე ასათიანის ქუჩაზე სვანიძეების ოჯახში იმყოფებოდა. ტარიელ სვანიძე სოციალურად დაუცველთა ბაზაში არ ირიცხება, თუმცა მონიტორინგის შედეგებით ის საჭიროებს „მადლიერების სახლის“ სერვისებით სარგებლობას. ქუთაისის მერის მოადგილის ნინო თვალთვაძის განცხადებით ადგილობრივი ხელისუფლება მაქსიმალურს აკეთებს იმისთვის, რომ მოქალაქეები, რომლებიც რეალურად საჭიროებენ მადლიერების სახლის მომსახურებას, ამ სერვისის გარეშე არ დარჩნენ. დღესვე ადგილზე იმყოფებოდნენ სოციალური სააგენტოს წარმომადგნლები და რამდენიმე ბენეფიციარის სოციალურ მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ.