შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



,,აიას" აკადემიის მოედანზე დასრულდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი ოპერატორის სოფო ბობოხიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ფეხბურთში
12.03.2018
უკან დაბრუნება
,,აიას" აკადემიის მოედანზე დასრულდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი ოპერატორის სოფო ბობოხიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ფეხბურთში. ტურნირი ჭაბუკთა შორის მიმდინარეობდა.მასში იმერეთის სხვადასხვა გუნდები იღებდნენ მონაწილეობას. დღეს, ფინალში ერთმანეთს ქუთაისის 2 გუნდი , ,,მართვე" და ,,ტორპედო" დაუპირისპირდა ,აღნიშნული ტურნირის ორგანიზატორი ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანება იყო. ტურნირში ,,მართვეს" გუნდმა გაიმარჯვა, რომელსაც ა(ა)იპის მმართველმა კობა ფხაკაძემ გარდამავალი თასი გადასცა. ასევე, პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულები სამახსოვრო მედლებით და სიგელებით დაჯილდოვდნენ.