შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ვანის მუნიციპალიტეტში, სოფელ სულორში საინტერესო ექსპერიმენტი მიმდინარეობს
12.03.2018
უკან დაბრუნება
ვანის მუნიციპალიტეტში, სოფელ სულორში საინტერესო ექსპერიმენტი მიმდინარეობს. 15 ოჯახი აზიური ფაროსანასგან თხილის პლანტაციების გადარჩენას მწერთა სხვა ჯგუფისთვის განკუთვნილი პრეპარატით ცდილობს. მეცნიერი კარლო კიკორია ამბობს, რომ იდეა იმ ფერმერების გამოხმაურების შემდეგ დაიბადა, რომლებმაც გასულ წელს პრეპარატი, მათივე მტკიცებით, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ წარმატებით გამოიყენეს. რეალურად მოქმედებს თუ არა მწერების სხვა ჯგუფისთვის განკუთვნილი პრეპარატი აზიურ ფაროსანაზე და თუ კი - რატომ? კარლო კიკორიას თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ კმაყოფილ ფერმერთა რიცხვი ცოტა არ იყო, გადაწყვიტეს მიმდინარე წელს ინფორმაცია საველე პირობებში, მეცნიერთა ზედამხედველობით გადაემოწმებინათ. სოფელ სულორში მიმდინარე ექსპერიმენტს სურსათის ეროვნულ სააგენტოშიც აკვირდებიან.