შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე ნათია კუპრაშვილი გახდა
09.03.2018
უკან დაბრუნება
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე ნათია კუპრაშვილი გახდა. ,,ჟურნალისტიკის რესურსცენტრის“ თავმჯდომარემ ამ პოსტზე ,,ევროპის ფონდის" პრეზიდენტი ქეთევან ვაშაკიძე შეცვალა. ნათია კუპრაშვილმა ორგანიზაციის სამომავლო გეგმებსა და სტრატეგიაზე ისაუბრა. მისი თქმით, განსაკუთრებული ყურადღება მოსახლეობის ინფორმირების დონის ამაღლებაზე გაკეთდება. კუპრაშვილის თქმით, საჭიროა საქართველოს მოქალაქეებმა ზუსტად იცოდნენ რა შესაძლებლობას აძლევს ქვეყანას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება და დაინგრეს ცრუ მითები ევროინტეგრაციის პროცესის შესახებ. ნათია კუპრაშვილი ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის“ თავმჯდომარის პოსტს ერთი წლის ვადით დაიკავებს. პლატფორმა ევროინტეგრაციის კუხით მომუშავე 200-მე ორგანიზაციას აერთიანებს.