შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის მერიის სამხედრო სამსახურის შენობაში გამთენიისას ხანძარი გაჩნდა
09.03.2018
უკან დაბრუნება
ქუთაისის მერიის სამხედრო სამსახურის შენობაში გამთენიისას ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი შენობის დაცვის სამსახურმა შენიშნა და სახანძრო გამოიძახა. წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი სადენები იყო. მთლიანად დაიწვა შენობის მე-3 სართულზე არსებული სამხედრო სამსახურის უფროსის მოადგილის სამუშაო ოთახი. ამ დროისათვის ხანძარი ლოკალიზებულია. მომხდარზე დაწყებულია მოკვლევა. ქუთაისის მერიის სამხედრო სამსახური შენობა ქალაქის ცენტრში მდებარეობს.