შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



მ.ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ თეატრში კლასიკური მუსიკის საღამო შედგა
08.03.2018
უკან დაბრუნება
მერიისა და ააიპ კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების ორგანიზებით, მ.ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ თეატრში კლასიკური მუსიკის საღამო შედგა. კონცერტის დაწყებამდე, გაერთიანების ხელმძღვანელობამ, 8 მარტის დღესასწაული ღვაწლმოსილ ქალბატონებს მიულოცა და სიგელებით დაააჯილდოვა. კლასიკური მუსიკის კონცერტში მონაწილეობა გაერთიანების ფილიალის აღსაზრდელებმა მიიღეს, ღონისძიების პარალელურად, სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ოპერის ფოიეში წარმოდგენილი ფოტო-გამოფენა დაეთვალიერებინათ, რომელიც მე-19 და მე-20 საუკუნის ქუთაისის მუსიკალურ ცხოვრებას ასახავდა. ექსპოზიციაში ასევე წარმოდგენილი იყო ამ პერიოდის ქუთაისელი ქალბატონების ფოტოები.