შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გიგი უგულავა ვანისა და ხონის მოსახლეობას შეხვდა
08.03.2018
უკან დაბრუნება
ხონის რაიონის სოფელ სუხჩაში სულ 90 კომლი ცხოვრობს. აქ მოსახლეობას ძირითადად გაზიფიცირებისა და სოციალური პრობლემები აწუხებს. ვანისა და ხონის გაერთიანებული ოლქის, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პარტია ევროპული საქართველოდან, მოსახლეობას შეხვდა. გიგი უგულავამ სოციალურად დაუცველი ჟორჟაძეების ხუთშვილიანი ოჯახი მოინახულა, სადაც 2 მცირეწლოვანი და ერთი მოხუცებული ცხოვრობს. ჟორჟაძეებს სოციალური დახმარება 2013 წელს 36 ათასი ქულით დაენიშნათ. მას შემდეგ, რაც სააგენტოს მიერ მათი გადამოწმება მოხდა, სარეიტინგო ქულა 86 ათასი მიენიჭათ. აღნიშნულის მიზეზად ეკა ფუტკარაძე მუშაობის მიზნით მეუღლის თურქეთში გადასვლას ასახელებს.