შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისელი ნინო ხუციბერიძე პირველია, რომელმაც წელს საქართველოდან პნევმატური იარაღიდან სროლაში ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ლიცენზია მოიპოვა
06.03.2018
უკან დაბრუნება
ქუთაისელი ნინო ხუციბერიძე პირველია, რომელმაც წელს საქართველოდან პნევმატური იარაღიდან სროლაში ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ლიცენზია მოიპოვა. ქართული ტყვიის სროლისთვის მორიგი ისტორიული მიღწევა უნგრეთის ქალაქ დიორში მოხდა. დიორში მასთან ერთად კიდევ ერთმა ქუთაისელმა ლიზი კილაძემ იასპარეზა, რომელიც ასევე, ფინალში მოხვდა, საბოლოოდ მეშვიდე ადგილი მოიპოვა. საინტერესოა, რომ ხუციბერიძემ ასევე, 2016 წელს დიორში ევროპული ვერცხლი მოიპოვა. ქუთაისელ მსროლელებს მიღწეული წარმატებები ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველმა კობა ფხაკაძემ მიულოცა ნინო ხუციბერიძეს კი წლევანდელ ოლიმპიადაზე წარმატებები უსურვა. ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები ბუენოს აირესში 2018 წლის 6-18 ოქტომბერს გაიმართება.