შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



გივი ჭიჭინაძემ დედის დღე იმერეთის რეგიონის უხუცეს ქალბატონს მიულოცა
03.03.2018
უკან დაბრუნება
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა, გივი ჭიჭინაძემ ვანის მუნიციპალიტეტის მერთან, ალექსანდრე გოგორიშვილთან ერთად, დღევანდელი დღე იმერეთის რეგიონის უხუცეს ქალბატონს მიულოცა. თამარ ჩუბინიძე ვანის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს და იგი 112 წლის არის. ასევე, მხარის გუბერნატორი 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ოჯახებს ესტუმრა. გივი ჭიჭინაძემ და ხონის მუნიციპალიტეტის მერმა, ლადო ჯურხაძემ საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლეების დედებსა და მეუღლეებს დედის დღე მიულოცეს და გამძლეობა უსურვეს. ხონში მცხოვრებ 4 დაღუპული გმირის ოჯახს 500-500 ლარი გადაეცა.