შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ეროვნული ლიგის ჩემპიონატის გახსნით მატჩს ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის ცენტრალურმა სტადიონმა უმასპინძლა
03.03.2018
უკან დაბრუნება
ეროვნული ლიგის ჩემპიონატის გახსნით მატჩს ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის ცენტრალურმა სტადიონმა უმასპინძლა, ქუთაისის "ტორპედო" გორის "დილას დაუპირისპირდა," სეზონის გახსნითი მატჩი საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა. საქართველოს ჩემპიონი გადახალისებულ "დილასთან" თავიდანვე დაეუფლა უპირატესობას. და მე-14 წუთზე ანგარიში დოლიძემ გახსნა. მეორე ტაიმის დასაწყისში ფანცულაიამ დააწინაურა თავისი გუნდი, ამის შემდეგ "ტორპედოს" ყველა შეტევა უშედეგო აღმოჩნდა. შეხვედრა მოულოდნელი შედეგით დასრულდა. ტორპედომ საკუთარ მოედანზე პირველობა მეტოქეს დაუთმო და საბოლოო ანგარიში გორის დილას სასარგებლოდ 3-2 დასრულდა.